|
2017-05-13 12:47:58, 2249 ნახვა
მსოფლიო
ფხენიანი: ვაშინგტონთან დიალოგის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ, თუ შესაბამისი პირობები იქნება შექმნილი
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩო სონ ჰუ ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის შესაძლებლობას არ გამორიცხაბს, - ამის შესახებ Tass იუწყება. დეპარტამენტის ხელმძრვანელმა აქვე განმარტა, რომ დიალოგი იმ შემთხვევაში შედგება, თუ შესაბამისი პირობები იქნება შექმნილი. მედია საშუალების ინფორმაციით, მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ფხენიანი ბირთვული რაკეტების პროგრამას დაასრულებს. ამასთან, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია არაერთხელ აცხადებდა, "მაგიდაზე ყველა ბერკეტი დევს, მათ შორისო საომარი მოქმედებების სახითაც". სიტუაცია ჩრდილოეთ კორეაში მას შემდეგ გამძაფრდა, რაც გასული წლის დასაწყისში ფხენიანმა ბირთვული რაკეტების ტესტირება დაიწყო.2016 წლის განმავლობაში ოფიციალურმა ფხენიანმა 20-ზე მეტიი სარაკეტო გაშვება განახორციელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)