|
2017-05-11 21:21:56, 2455 ნახვა
მსოფლიო
იური ლუჟკოვი საქართველოში ჩამოსვლას სექტემბერშიც აპირებს - „ქართველმა მეგობარმა ქორწილში მიმიწვია“
მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, - ამის შესახებ ლუჯკოვმა "რია-ნოვოსტის" განუცხადა. "საერთოდაც, მე ვაპირებ , რომ სექტემბერში ჩემს საყვარლე საქართველოში ჩავიდე. დაპატიჟებული ვარ ქორწილში, რომელშიც ჩემმა ქართველმა მეგობარმა მიმიწვია. მეუღლესთან და ოჯახთან ერთად მინდა ქართული ქორწილი ვნახო. ეს ძალიან საინტერესოა, ყოველთვის მასშტაბური და ლამაზი ღონისძიებაა. თუ ეს არ მოხდება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, ვფიქრობ, რომ ჩვენ დაველოდებით - დაველოდებით სხვა დროს, რომელიც აუცილებლად მოვა. ვფიქრობ, რომ ასეთ ველურ გადაწყვეტილებებს, საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს და არც უნდა მიიღოს", - აღნიშნა ლუჟკოვმა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფებოდა. ლუჟკოვის სტუმრობა საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა, რადგან მან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტებით, ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)