|
2017-05-11 19:40:49, 2322 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტისთან შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში. მისი თქმით, ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. 2016 წელს ბანკმა საქართველოში 250 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. პირველმა ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ბანკის თანამშრომლობა და ფინანსური კონსტრიბუცია მომავალ წლებში გაიზრდება. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ვრცლად ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან მიმართებაში ბანკის სტრატეგია თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან. „ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ურთიერთობა და თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ჩვენი შემდგომი სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან. გასულ წელს, ჩვენ 250 მლნ აშშ დოლარით დავაფინანსეთ საქართველოს ეკონომიკა. მომავალში კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას ვაპირებთ," - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. მისი თქმით, ბანკს საქართველოსთან მუშაობა ძალიან უადვილდება, მათ შორის, ახალი ინვესტორების შემოყვანის კუთხით. ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე, რომელიც კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა, განაცხადა, რომ თავისუფლად შეიძლება საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთობას სამაგალითო ეწოდოს. შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, კაპიტალის ბაზრისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ცალკეული მიმართულებების შესახებ. (NS)
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)