|
2015-04-14 10:53:21, 368 ნახვა
პოლიტიკა
მარტინ ლიდეგორდი: რიგის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხის გადწყვეტას არ უნდა ველოდოთ
„რიგის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხის გადწყვეტას არ უნდა ველოდოთ“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროში გამართულ პრესკონფერენციაზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულებაში მოცემული მთელი რიგი საკითხები უნდა შესრულოდეს, საბოლოოდ კი, ევროპა გაიხსნება თუ არა საქართველოსთვის, ეს თავად ამ ქვეყანაზეა დამოკიდებული. „რა თქმა უნდა რიგის სამიტზე საქართველოს ევროპერსპექტივის საკითხი არ გადაწყდება. ეს ძალიან ადრეა ამ პერიოდისთვის, რადგან მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჩამოწერილია ხელშეკრულებაში, უნდა იყოს შესრულებული. იქ არის ნათელი წესები და საბოლოოდ ევროპა გაიხსნება თუ არა საქართველოსთვის, ეს თავად საქართველოზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაატარებს ის რეფორმებს. მაგრამ, რიგის სამიტზე, ძალიან ადრეა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას ველოდოთ“, - განაცხადა ლიდეგორდმა. მას შეკითხვა ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც დაუსვეს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ვიზა-ლიბერალიზაციას. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება. ეს იქნება ევროკავშირის კარის გახსნა ქართველი ხალხისთვის. აღნიშნული პროექტი უკვე განხორციელდა მოლდოვაში და იმედი მაქვს იგივე მოხდება საქართველოში. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება იმ ანგარიშზეა დამოკიდებული, რომელიც უნდა მომზადდეს. დღეს ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ იმედი, რომ ეს ანგარიში იქნება დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა მარტინ ლიდეგორდმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)