|
2017-05-11 11:16:46, 2403 ნახვა
მსოფლიო
Fox News-მა FBI-ის დირექტორის პოსტზე წარსადგენი სავარაუდო კანდიდატები დაასახელა
ამერიკულმა ტელეკომპანიამ Fox News-მა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ვაკანტურ პოსტზე წარსადგენი სავარაუდო კანდიდატების სია გამოაქვეყნა. Fox News-ის ინფორმაციით, საგამოძიებო ბიუროს დირექტორის პოსტზე განიხილებიან: აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კენეტ ვაინშტეინი, ტრანსპორტზე უსაფრთხოების სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ჯონ პისტოლი, ნიუ-იორკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი რეიმონდ კელი, ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორი კრის კრისტი და სამხრეთ კაროლინას შტატის კონგრესმენი ტრეი გოუდი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომეი ტანამდებობიდან გაათავისუფლეა. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, გათავისუფლების მიზეზი, კომის მიერ ბიუროს არაეფექტური მართვაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)