|
2017-05-09 20:32:01, 2269 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება მსოფლიო
აშშ-სა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვდა. რექს ტილერსონის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველო არის წარმატების სიმბოლო რეგიონში, ხოლო ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები კარგი საფუძველია ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ახალ საფეხურზე გადასასვლელად. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)