|
2017-05-09 16:15:31, 2202 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში „უკვდავი ლეგიონის“ წევრებსა და ნაციონალისტებს შორის შეტაკება მოხდა
უკრაინაში „უკვდავი ლეგიონის“ წევრებსა და ნაციონალისტებს შორის შეტაკებები მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კიევში ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა, რომელსაც ნაციონალისტების პარტიის ოფისიდან ნასროლი საგანი მოხვდა. არსენალის მოედანზე შეკრებილი ადამიანები მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს პატივს მიაგებდნენ, რა დროსაც მოედანზე „უკვდავი ლეგიონის“ წევრები სამხედრო სიმღერებით მივიდნენ. პარალელურად, მოედანზე გამოჩნდნენ ნაციონალისტები, რომლებსაც ხელში უკრაინელი ნაციონალისტის სტეფან ბანდერას სურათები ეჭირათ და უკრაინულ სიმღერებს მღეროდნენ. ნაციონალისტებმა „უკვდავი ლეგიონის“ წევრების მიმართულებით ეკვამლის ყუმბარები ისროლეს. როგორც BBC წერს, კიევში უსაფრთხოების ზომებს 7 ათასამდე სამართალდამცველი იცავს. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ „უკვდავი ლეგიონის“ წევრები ხალხის გრძნობებზე პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)