|
2017-05-09 12:20:01, 2202 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი მზად არის, კიმ ჩენ ინს უმასპინძლოს, იმ შემთხვევაში თუ ის ბირთვული პროგრამის განვითარებაზე უარს იტყვის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს თეთრ სახლში უმასპინძლოს, იმ შემთხვევაში თუ მისი მთავრობა ბირთვული პროგრამის განვითარებაზე უარს იტყვის, - ამის შესახებ Bloomberg იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კორეის ნახევარკუნძულზე მდგომარეობა განსაკუთრებით 2016 წლის დასაწყისში, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფხენიანმა ბირთვული გამოცდა ჩაატარა, შემდეგ კი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა ქვეყნის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინი, „ჭკვიან ბიჭად” მოიხსენია. მისივე თქმით, მან არ იცის ნორმალურია თუ არა კიმ ჩენ ინი, თუმცა აღნიშნავს, რომ მას ქვეყნის სადავეების გადაბარება ადრეულ ასაკში, მამის გარდაცვალების შემდეგ მოუწია და სირთულეების მიუხედავად, სათავეში დარჩენა შეძლო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)