00:24 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 17:04:11, 2107 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
რომან გოცირიძე: ლუჟკოვი საქართველოში არ უნდა შემოეშვათ, ეს არის სირცხვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით,  მოსკოვის ყოფილ მერს იური ლუჟკოვს დარღვეული აქვს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და ის  საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა.

„ლუჟკოვი არის კანონდამრღვევი, როდესაც ხელისუფლება არ რეაგირებს სამართლებრივად, ეს არის უღირსი ხელისუფლება, ვინაიდან ლუჟკოვი ჩვენი კანონებით დამნაშავეა. რომ არაფერი ვთქვათ იმ პოლიტიკურ განცხადებებზე, მაგრამ განცხადების უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს და როგორი განცხადებით მიმართავდა იგი საზოგადოებას თუნდაც 2008 წელს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ჩვენ  ეს კარგად ვიცით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ის არღვევს კანონს. გარდა ამისა, ეს შეფუთულია ისევ რუსული, უკაცრავად და კაგებეშნიკური  საბურველით, რომ თითქოსდა ის ეკლესიის მოწვევით, ან საეკლესიო თემატიკასთან დაკვშირებით, სამლოცველოდ ჩამოვიდა. თითქოსდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია რაღაცით საქართველოზე გავლენას ახდენს, მაგრამ რუსული ეკლესიის პატრიარქმა ორიოდე კვირის  წინ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის უკანონო  პრეზიდენტი აღიარა და მიულოცა მას პრეზიდენტად არჩევა. ამიტომ, ამ ეკლესიის ზურგს უკან, ლუჟკოვის ჩამოსვლა კიდევ ერთი ფანდია, თუ როგორი იმპერიალისტური პოლიტიკის განმახორციელებელია რუსეთის მთავრობა და რუსეთის ეკლესია. ამიტომ, არ უნდა მოვტყუვდეთ, ლუჟკოვი არ უნდა შემოეშვათ საქართველოში, ეს არის სირცხვილი“,-აღნიშნა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics