|
2017-05-08 11:12:16, 2908 ნახვა
მსოფლიო
საბოლოო შედეგებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66.06% მიიღო
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების თანახმად, ემანუელ მაკრონმა ხმების 66.06% მიიღო, ხოლო მარინ ლე პენს ამომრჩეველთა ხმების 33.94% - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მაკრონი საფრანგეთის რესპუბლიკის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. მას აქამდე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი უსწრებდა. ბონაპარტმა პრეზიდენტის პოსტი 40 წლის ასაკში დაიკავა. პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაკრონმა შტაბში ბრიფინგი გამართა და ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა. "ჩვენ გავიმარჯვეთ, საფრანგეთმა გაიმარჯვა. ყველა გვეუბნებოდა, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ისინი საფრანგეთს არ იცნობენ", - განაცხადა მაკრონმა. მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მსოფლიო ლიდერებმა უკვე მიულოცეს. სატელეფონი საუბრის დროს პრეზიდენტად არჩევა მაკრონს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიულოცა. მაკრონმა მილოცვა ასევე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან ტერეზა მეისგან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისგან, ევროსაბშოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისგან, ასევე საქართველოს პრეზიდენდ გიორგი მარგველაშვილისგან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)