|
2017-05-07 23:42:07, 2268 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონიმ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ემანულ მაკრონის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, იმისთის, რომ ფრანგი ხალხის იმედები გაამართლოს. როგორც მაკრონმა შტაბში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამომრჩევლის ნდობა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. "მე გამოვიყენებ მთელს ჩემს ენერგიას ნდობის გასამართლებლად. გულწრფელად, მთელი გულით გიხდით მადლობას. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ეროვნული უსაფრთხოება. მე დავიცავ საფრანგეთს. მე დავიცავ ევროპას. თქვენი ნდობა არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა. საფრანგეთი იქნება წამყვანი ძალა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა ფრანსუა ოლანდს, მან ბევრი იმუშავა საფრანგეთისთვის", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ცნობისთვის, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების თანახმად, ემანუელ მაკრონმა ხმების 65.5 % მიიღო, ხოლო მარინ ლე პენს ამომრჩეველთა ხმების 34.5 %-აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)