|
2017-05-06 15:28:26, 2134 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: მიღებული კანონით შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტს იცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს მიესალმება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უკვე საკანონმდებლო დონეზე ადასტურებს. "ამ კანონით შეერთებული შტატები იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ერთიანობას და განსაკუთრებულ სიძლიერეს ჰმატებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. აშშ - ს კონგრესის ორივე პალატამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გააძლიერეს საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობა. მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ასეთი თანადგომისათვის. მსურს ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს აშშ-ში აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)