|
2017-05-05 14:34:49, 2296 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
ვახტანგ ბუცხრიკიძე: „თიბისი ბანკის“ და „ბანკი რესპუბლიკას“ შერწყმა წარმატებით დასრულდა
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით,,,თიბისი ბანკისა” და ბანკი “რესპუბლიკის” გაერთიანება წარმატებით დასრულდა. როგორც ბუცხრიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, “თიბისი ბანკი” ბაზარზე ყველა საბანკო სეგმენტში ნომერ პირველი ბანკი გახდა. მისივე თქმით, 8 მაისიდან "ბანკი რესპუბლიკის" მომხმარებლები შეძლებენ, "თიბისი ბანკისგან" სრულფასოვანი მომსახურება მიიღონ. "მოხარული ვართ, რომ ორი კომპანიის ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში წარმატებით დასრულდა. ჩვენ გავიარეთ რამდენიმეთვიანი რთული პროცესი იმისთვის, რომ შერწყმა განხორციელებულიყო უმტკივნეულოდ და კლიენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტულად. მინდა, ორივე ბანკის გუნდს მადლობა გადავიხადო გაწეული სამუშაოსთვის. ვპირდებით ბვანკი რესპუბლიკის მომხმარებელს, რომ ჩვენ მათ გავუწევთ ისეთ სრულყოფილ და ხარისხიან მომსახურებას, რომელიც მუდამ გამოგვარჩევდა ბაზარზე", - აღნიშნა ბუცხრიკიძემ. ბუცხრიკიძის შეფასებით, "ბანკი რესპუბლიკის შემოერტების შემდეგ "თიბისი ბანკის" პოზიციები ყველა სეგმენტში მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მისივე თქმით, 8 მაისიდან "ბანკი რესპუბლიკის" მომხმარებელს წვდომა ექნებებათ "თიბისი ბანკის" პროდუქტებისა და სერვისების სრულ სპექტრზე, მათ შორისაა ისეთი ინოვაციური პროდუქტები და სერვისები, როგორებიცაა საუკეთესოდ აღიარებული "თიბისი ბანკის" ინტერნეტ და მობაილ ბანკი; პირველი ჩატბოტი საქართველოში ანუ რობოტი-კონსულტანტი; ასევე, საანაბრე და სადეპოზიტე პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი და ფილიალებისა და ბანკომატების ფართო ქსელი. ამასთან, ბუცხრიკიძის ინფორმაციით, 8 მაისიდან "თიბისი" ბანკის ყველა სერვისი სრულად აღდგენა მთელი ქსელის მასშტაბით და "ბანკი რესპუბლიკის" კლიენტები გახდებიან "თიბისი ბანკის" სრულფასოვანი კლიენტები. "ჩვენი უმთავრესი მიზანია, გვყავდეს ბევრი კმაყოფილი კლიენტი, მათთან ერთად განვვითარდეთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ მათი სურვილებისა და ჩანაფიქრების ასრულების შესაძლებლობა. ის 500 ათასამდე კლიენტი, რომელიც "ბანკი რესპუბლიკიდან" შეგვემატა, ჩვენი კომპანიისთვის ახალი ტიპის დასაწყისს ნიშნავს და ვფიქრობთ, შევძლებთ გამოვიყენოთ ჩვენი სიძლიერე ჩვენივე კლიენტების კმაყოფილების მისაღწევად", - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. (NS)
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)