|
2017-05-05 13:53:51, 2083 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება
ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა. მისივე განცხადებით, ქუთაისი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი. "ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება. ქუთაისში საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა იგეგმება და ქუთაისი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი", - განმარტა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს. ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას კონსტიტუციურ ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობს. როგორც ცნობილია, საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს ყოველდღიურად გამართავს. 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, დაგეგმილია განხილვები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი და თბილისი. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის ერთთვიანი ვადაა განსაზღვრული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)