|
2017-05-05 13:17:41, 1884 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჰანი: საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ უკვე გამოიყენა უვიზო მიმოსვლა ევროპაში შესასვლელად და ეს ყოველივე გაგრძელდება
„უკვე საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ გამოიყენა უვიზო მიმოსვლა ევროპაში შესასვლელად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე გაგრძელდება ჩვენი განზრახვის შესაბამისად“, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ვიზლაიბერალიზაციის პროცესის სრულად ამოქმედებას მიესალმება. „უკვე საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა ევროპაში შესასვლელად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე გაგრძელდება ჩვენი განზრახვის შესაბამისად, რათა ვიხილოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი, როგორც ადამიანებისთვის თავისუფლების მინიჭება, რომ იმოგზაურონ ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ეს არის გახსნილობა ევროკავშირის მხრიდან, ეს არის ღია კარის მიდგომა ევროკავშირის სტრუქტურებიდან. ძალზე მნიშვნელოვანია მიღწეული რეფორმების მუდმივი განვითარება. ეს კიდევ ერთხელ დასტურდება უვიზო მიმოსვლით და ყველა იმ რეფორმის განხორციელებით, რომელიც მიმართული იყო ამ სერიოზული მიზნების მისაღწევად“,- აღნიშნა ჰანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)