|
2017-05-05 12:09:51, 2306 ნახვა
სამართალი კომენტარი
გიორგი ფანცულაია: საზოგადოებისთვის სასამართლოს ობიექტურობა მის საჯაროობაზე გადის
"გიორგი მამალაძე არაა ჩვეულებრივი ფიგურა, სასულიერო პირია. სასულიერო პირის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება კი შეიძლება მიუღებელი იყოს და ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ, ზნეობრივ წესებს", - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე პროცესის დახურვის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებისას განაცხადა. სხდომის დახურულ რეჟიმში გაგრძელების შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ იმ მოტივით დააყენა, რომ მათი თქმით, საქმე შეიცავს საკითხებს, რომელთა გასაჯაროებაც მიზანშეუწონლად მიაჩნიათ. ბრალდების მხარის მოთხოვნას არ დაეთანხმნენ ადვოკატები, რომლებიც პირიქით, სხდომის საჯაროობას ემხრობიან. "თუ ისეთი ნაწილი იქნება სასამართლო განხილვის დროს, რომ შეიძლება დაიხუროს, ან პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობას იმ დროს დახურვის თაობაზე, ან ჩვენ. პროკურატურის შუამდგომლობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. საზოგადოებისთვის სასამართლოს ობიექტურობა მის საჯაროობაზე გადის",-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. მოსამართლე ბადრი შონიას სხდომის დახურვა-არდახურვასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)