09:32 - 24 May, 2026
|
2017-05-05 11:09:59, 2198 ნახვა
სამართალი
ოზურგეთში, საბილიარდოში მომხდარი ჩხუბის შედეგად პოლიციის 2 თანამშრომელი დაშავდა
ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საბილიარდოში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით 3 პირი დაკავებული. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ინციდენტის შედეგად პოლიციის 2 თანამშრომელი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებულების ახლობლები აცხადებენ, რომ პოლიციელები მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ, თუმცა შსს-ში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ 2 სამართალდამცველი შენობაში მას შემდეგ შევიდა, რაც ხმაური და დაპირისპირების ხმა გაიგონეს. პოლიციამ ახალგაზრდებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ინციდენტი მოყვა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 253-ე მუხლით დაიწყო, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)