|
2017-05-04 21:33:51, 2654 ნახვა
მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი მარინ ლე პენზე: უვიცობა, საშუალებას არ მისცემს საფრანგეთის პრეზიდენტი გახდეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, პრეზიდენტობის კანდიდატების ემანუელ მაკრონისა და მარინ ლე პენის სატელევიზიო დებატები შეაფასა. როგორც ოლანდმა აღნიშნა, "ნაციონალისტური ფრონტის" ლიდერის მარინ ლე პენის პროექტი შეუსაბამო და სახიფათოა. "ევროკავშირის დატოვება - მარინ ლე პენმა ვერ მოახერხა იმის თმა, თუ რა შედეგები მოჰყვება ამ პროცესს. ამასთან, ეს შედეგები საზარელია. "ნაციონალური ფრონტის" კანდიდატის უვიცობა ევროპის მონეტარულ საკითხებზე მას საშუალებას არ მისცემს, საფრანგეთის პრეზიდენტი გახდეს. ევროს გაუქმება ფრანგების გაღატაკებას, მეანაბრეების გაკოტრებასა და ქვეყნის გადაუხდელი ვალის წინაშე დაყენებას ნიშნავს. ვფიქრობ, ამ კუთხით ნიღაბი ჩამოხსნილია. ფრანგებისთვის სურათი ცხადია და მათ იციან, რას უნდა ელოდნენ", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. ერთმანეთს ევროპული კურსის მხარდამჭერი ემანუელ მაკრონი და ევროკავშირიდან გასვლის მომხრე მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან. ამავე თემაზე: მარინ ლე პენი ემანუელ მაკრონს: ნუ მელაპარაკები, როგორც მასწავლებელი - მოსწავლეს ემანუელ მაკრონი: პუტინის დიქტატს არასდროს დავემორჩილები მარინ ლე პენი: მსურს, ევროკავშირს ევროპა ხელიდან გამოვგლიჯო BFMTV-ის გამოკითხვა: წინასაარჩევნო დებატებში ემანუელ მაკრონი ლიდერობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)