|
2017-05-04 17:25:38, 2265 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა: მხარს ვუჭერ ემანუელ მაკრონს, წინ, გაუმარჯოს საფრანგეთს (ვიდეო)
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ის მხარს ემანუელ მაკრონს უჭერს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა. როგორც ობამამ აღნიშნა, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები მთელი მსოფლიოსთვის არის მნიშვნელოვანი. "ყოველთვის მადლიერი ვიყავი ფრანგ ხალხთან მეგობრობისთვის. ასევე, იმისთვის, თუ რა სამუშაო გავწიეთ ერთობლივი ძალისხმევით, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტს ვიკავებდი. არ ვაპირებ, რაიმე არჩევნებში ჩართვას, რადგან პრეზიდენტი აღარ ვარ, მაგრამ საფრანგეთის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და იმ ფასეულობებისთვის, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. საფრანგეთის წარმატება მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. მე მომწონს ის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ემანუელ მაკრონმა ჩაატარა", - განაცხადა ობამამ. მისივე შეფასებით, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი, ქვეყანას უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს. "ის ლიბერალური ფასეულობებისთვის იბრძვის. მან ის მნიშვნელოვანი როლი წარმოაჩინა, რომელსაც საფრანგეთი ევროპაში და მსოფლიოში თამაშობს. ის უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს ფრანგი ხალხისთვის. ის ხალხს იმედს უჩენს და არა შიშს. მაკრონისთან საუბრის დროს მივიღე დიდი სიამოვნება, როდესაც მისი ხედვები განვიხილეთ. ვიცი, რომ ბევრი წინააღმდეგობა გედგათ წინ, მაგრამ მინდა საფრანგეთში ყველა ჩემმა მეგობარმა იცოდეს, რომ თქვენს წარმატებას ვგულშემატკივრობ. ვინაიდან ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა იცოდეთ, რომ რომ მე მხარს ემანუელ მაკრონს ვუჭერ. წინ! გაუმარჯოს საფრანგეთს!“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ. აღსანიშნავია, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ვიდეო-მიმართვა, ემანუელ მაკრონიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააზიარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)