|
2017-05-04 16:45:37, 2319 ნახვა
მსოფლიო
პრინცი ფილიპი სამეფო საქმიანობას თავს ანებებს
ბრიტანეთის დედოფალის ელიზაბეთ მეორის მეუღლე, პრინც ფილიპი სამეფო ვალდებულებებზე უარის თქმას აპირებს, - ამის შესახებ Reuters ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ედინბურგის ჰერცოგი, რომელიც 65 წლის განმავლობაში მეუღლესთან ერთად სამეფოს მართავდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა შეწყვიტოს. “ აგვისტომდე, პრინცი ფილიპი გეგმავს დაესწროს ღონისძიებებს როგორც მარტო ასევე დედოფალთან ერთად, ამის შემდეგ კი საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. თუმცა დრო და დრო პრინცი შერჩეულ ღონისძიებებს დაესწრება. ამასთან, მსოფლიოს ყველაზე გრძელვადიანი მონარქი, 91 წლის ელიზაბეთ მეორე, საჯარო მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს", - აცხადებენ ბუკინგემის სასახლეში. ბრიტანეთის სამეფო კარმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც უამრავი ჭორი გავრცელდა სამეფო ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამასთან, სამეფო კარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ მონარქების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)