23:53 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 13:05:21, 2152 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: ნებისმიერი აქტივობა, რომელიც შესაძლოა არაფორმალური არხებით განხორციელდეს, ბათილი და არალეგიტიმურია

"ნებისმიერი შეთანხმება, მემორანდუმი იტალიის კანონმდებლობის შესაბამისად არის ბათილი, თუ ის არ არის შესაბამისი ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკასთან",- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა  მიხეილ ჯანელიძემ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც,  სოხუმმა იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან სამომავლო გეგმების შესახებ პროტოკოლს მოაწერა ხელი.

 მისი განმარტებით, ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება, რომელიც საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობას ხელს შეუშლის.

"იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გვაქვს კომუნიკაცია. იტალიის ოფიციალური პოზიცია ჩვენთვის კარგად ცნობილია. შესაბამისად, ეს პოზიცია ურყევია. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც შესაძლოა გარკვეული არაფორმალური არხებით განხორციელდეს, ბათილია და არალეგიტიმური. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვართ აქტიურ კონტაქტზე აქ, იტალიის საელჩოსთან და ასევე ჩვენი საელჩო იტალიაში. ვერც ერთი ნაბიჯი ვერ იქნება გადადგმული, რომელიც საქართველოსა იტალიის ურთიერთობებს ხელს შეუშლის",- განაცხადა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics