|
2017-05-04 11:17:15, 2221 ნახვა
სამართალი
თბილისსა და ბათუმში საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისთვის განკუთვნილი ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი, საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა. ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქალაქ თბილისსა და ქალაქ ბათუმში, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია საერთო ჯამში, 8 ერთეული უკანონოდ განთავსებული, საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისთვის განკუთვნილი ელექტრონული მოწყობილობა - ე.წ. „სიმ ბოქსი.“ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს და სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს. საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, გამოვლენილია 21 ერთეული „სიმ ბოქსის“ უკანონოდ განთავსება - გამოყენების ფაქტი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ - ის 185-ე, 192-ე და 218 - ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 8 - წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)