|
2017-05-04 01:18:54, 2518 ნახვა
მსოფლიო
Europol-ის დირექტორი: ISIS საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის
„ისლამური სახელმწიფო“ საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის, - ამის შესახებ Reuters ევროპოლის დირექტორზე რობ უეინრაითზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უეინრაიტმა აღნიშნა, ახალი მედია-პლატფორმა გასულ კვირას ინტერნეტში ექსტრემიზის წინააღმდეგ ევროპილის სპეცოპერაციის შედეგად გამოვლინდა. „აღმოვაჩინეთ, რომ ISIS საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის, რომლის მეშვეობითაც რადიკალი ისლამისტები გეგმავენ საკუთარი იდეების წინ წამოწევას. ეს მოწმობს, რომ დაჯგუფების წევრები ვირტუალურ ქსელში ინოვაციების გამოყენებას განაგრძობენ “, - განაცხადა უეინრაითმა. მედია საშუალების ცნობით, 25-26 აპრილს ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ევროპოლის სპეციალისტებმა კოლეგებთან ერთად ბელგიიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან და აშშ-დან 6 ენაზე 52 ონლაინ-პლატფორმაზე 2 ათასზე მეტი ექსტრემისტული შინაარსის მასალები გამოავლინეს და გაანადგურეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)