|
2017-05-03 12:38:05, 2165 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონის რეიტინგი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთი პროცენტით დაეცა
საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთი პროცენტით დაეცა, - ამის შესახებ Le-Monde იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გამოკითვა კომპანია CEVIPOF/IPSOS Sopra Steria - მ ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, ამ დროისთვის მეორე ტურში მაკრონს მხარს ამომრჩეველთა 59% უჭერს, ხოლო "ნაციონალური ფრონტის" წევრ მარინ ლე პენს 41. გამოკითხვა ინტერნეტის საშუალებით 30 აპრილიდან 1 მაისის პერიოდში ჩატარდა, მასში მონაწილეობა 13 742 ადამიანმა მიიღო. შეგახსნებთ, რომ 23 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, მასში მონაწილეობას 11 კანდიდატი იღებდა, მათგან მეორე ტურში კი ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენ მარინ ლე პენი გადავიდნენ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)