|
2017-05-03 11:40:15, 2113 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: ჩვენ არასოდეს მოგვსვლია თავში, ჩავრეულიყავით სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი არ ერევა სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ ასეთ მცდელობებს თავად განიცდის. როგორც პუტიინმა გუშინ გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას სურს რომ რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში არავინ ჩაერიოს. „ჩვენ არასოდეს ვერევით სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებასა და პოლიტიკურ პროცესებში და ვისურვებდით, რომ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც არავინ ერეოდეს. სამწუხაროდ, თვალს ვადევნებთ პირდაპირ საწინააღმდეგოს, მრავალი წლის განმავლობაში როგორ ცდილობენ გავლენა მოახდინონ რუსეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე როგორც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით და პირდაპირაც. ვხვდებით, ვუყურებთ რა, როგორი დამღუპველია მსგავსი ძალისხმევა და ამაო. ჩვენ არასოდეს მოგვსვლია თავში აზრად ჩავრეულიყავით სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში“, - განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)