|
2017-05-02 16:12:51, 2211 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა მოთხილამურე პატრულები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში პროექტი „მოთხილამურე პატრულის“ მიმდინარე წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა სეზონის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის 22 მოთხილამურე პატრული მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. „მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და შემართებისთვის. თქვენი დამსახურებაა, რომ ეს პროექტი, რომელსაც დაწყების დღიდან განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ, ასეთ წარმატებულ და საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახურად ჩამოყალიბდა. სწორედ ჩემი მადლიერების, პატივისცემისა და მხარდაჭერის გამოხატულებაა ეს მადლობის სიგელები, რომლებსაც დღეს დიდი სიამოვნებით გადმოგცემთ და გპირდებით, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ თქვენი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რომ სანიმუშოდ ემსახუროთ ხალხს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. „მოთხილამურე პატრულის“ მიმდინარე წლის სეზონი წარმატებით დასრულდა. შსს-ს ცნობით, 2016 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის აპრილამდე, სამთო-სათხილამურო პატრულებმა 474 დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეს და ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინეს დახმარება, სასრიალო ტრასებზე წესრიგის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს, 200-მდე დაკარგული ნივთი (მობილური ტელეფონები, ფოტო-ვიდეო კამერები, საფულეები, თხილამურები) პატრონს დაუბრუნეს. შეგახსენებთ, რომ შსს-მ აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა. წლევანდელ სეზონზე კი სპეციალურად გადამზადებული მოთხილამურე პატრულები, სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით, უკვე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მიტარბში, თეთნულდსა და კურორტ გოდერძიზე იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, დამსვენებელთა უსაფრთხოებას და ახდენდნენ დანაშაულის პრევენციას. (NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)