|
2017-05-02 15:59:10, 2368 ნახვა
მსოფლიო
პარიზში „მაისის დღის“ აქციაზე სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს
საფრანგეთში “მაისის დღის” მსვლელობისას პოლიციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც Reuters-ი იუწყება, ერთერთმა აქტივისტმა პოლიციის მიმართულებით “მოლოტოვის კოქტეილი” ისროლა, რის შედეგადაც პოლიციის ერთმა ოფიცერმა ძლიერი დამწვრობა მიიღო, ორი კი, მსუბუქად დაშავდა. სააგენტოს ცნობით, რამდენიმე პროფკავშირელი და მემარცხენე ეროვნული ფრონტის წინააღმდეგ, ეროვნული სოლიდარობის დღის მოწყობას ცდილობდა მსგავსად 2002 წლის პროტესტისა, როდესაც ჟან მარინ ლე პენი იყრიდა კენჭს. გავრცელებულ კადრებში ჩანს პოლიციის თანამშრომელი როგორ ცდილობს მიმართულება შეუცვალოს აბუნტებულებს და როგორ მოიცვა ცრემლსადენმა გაზმა ქუჩები. მარინ ლე პენი მომხდარს Tweeter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მან დაშავებულ პოლიციელებს უთანაგრძნო და განაცხადა, რომ ეს იყო მიუღებელი საქციელი და პარიზის ქუჩებში მსგავსი რამის ნახვა აღარ სურს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)