|
2017-05-02 13:16:34, 2374 ნახვა
მსოფლიო
გამოკითხვა: რუსეთის მოსახლეობის 2/3-ს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის მონაწილეობა სურს
"ლევადა ცენტრის" ბოლო გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის ორ-მესამედს სურს, რომ ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ იყაროს კენჭი, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გამოკითხულთა 64% ვლადიმერ პუტინს უჭერს მხარს, 22%-ს ამ პოსტზე სხვა ადამიანის ნახვა სურს, 14%-მა კი კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. კითხვაზე, ხვალ, რომ არჩევნები იყოს ხმას ვის მისცემდით, რესპოდენტების 48%-მა ვლადიმერ პუტინი დაასახელა, დანარჩენმა რესპოდენტებმა კი ჯერ არ იციან. გამოკითხვა 31 მარტიდან 3 აპრილამდე დროის პერიოდში ჩატარდა, მასში მონაწილეობა 18-დან 37 წლამდე ასაკის 1600-მა ადამიანმა მიიღო. „ლევადა ცენტრმა’“ გამოკითხვა პრემიერ მედვედევთან დაკავშირებითაც ჩაატარა. ირკვევა, რომ მოსახლეობის 45 პროცენტი უკმაყოფილოა პრემიერის მუშაობით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)