09:27 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 20:39:04, 2430 ნახვა

სამართალი
17 წლის გოგოს გატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მარნეულის სოფელ თაქალოში 17 წლის გოგოს გატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დადგენილია გამტაცებლის ვინაობაც.

წინასწარი ინფორმაციით, გატაცება ოჯახის შექმნის მიზნით მოხდა. გამტაცებელი 27 წლის მამაკაცია. გოგონა სკოლის მოსწავლე იყო და მე12-ე კლასში დადიოდა.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია, რომელმაც დაწერა, რომ ამ დრომდე არ იციან გოგონას ადგილსამყოფელი.

"დღეს აზერბაიჯანელი სკოლის მოსწავლე გოგონა მასზე 10 წლით უფროსმა თანასოფლელმა კაცმა გაიტაცა სკოლასთან ახლოს. მასწავლებელმა დარეკა პატრულში. ოჯახი ზის და გამწარებული ელოდება. პატრული არ ჩქარობს.
ვინ იცის იმ გოგოს შეიძლება ახლა ის კაცი აუპატიურებს ან სცემს. არავინ არაფერს არ აკეთებს. არავინ არ ტოკავს. მთელი დღეა ამბავს ველოდებით და ისიც არ ვიცით, საქმე აღძრულია თუ არა. არაფერი არ ვიცით. ყველას ფეხებზე ჰკიდია ის ბავშვი.
პ.ს. რომ გამოჩნდებიან, ალბათ პროკურატურა საპროცესოს გაუფორმებს, ან მთლად იმას ათქმევინებენ გატაცებულ ბავშვს, რომ თავისით გაჰყვა"- წერს პატარაია.

ფოტო რეკონსტრუქცია





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics