|
2017-04-28 15:27:36, 889 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებულ ძალებს სატანკო და მექანიზირებული უმცროს ოფიცერთა სპეციალიცაზიის კურსდამთავრებული ოფიცრები შეემატა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სატანკო და მექანიზირებული უმცროს ოფიცერთა სპეციალიცაზიის კურსდამთავრებული ოფიცრები შეემატა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, ინსტრუქტორებს კი მათი სათანადოდ მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურთან, ვიცე-პოლკოვნიკ იროდი ქადაგიშვილთან და მანევრის სკოლის მეთაურთან, ვიცე-პოლკოვნიკ გოჩა ბერაძესთან ერთად, კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. შვიდთვიანი კურსის ფარგლებში, სატანკო უმცროს ოფიცერთა კურსის მსმენელებმა ტაქტიკური და საცეცხლე მომზადების, საინჟინრო მომზადებისა და ქვედანაყოფების მართვის პროცედურები შეისწავლეს და საბრძოლო სროლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გაიღრმავეს. სწავლება თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების ფონზე, ტანკი ტ-72-სა და სასწავლო ტრენაჟორზე მიმდინარეობდა. ოცეულის დონეზე ტაქტიკური მომზადების, ასევე საბრძოლო გასროლებით საცეცხლე მომზადების სპეციფიკას დაუფლნენ მექანიზირებულ უმცროს ოფიცერთა კურსის მონაწილეები. მათ რთულ რელიეფურ და მეტეოროლოგიურ პირობებში ქვეითი საბრძოლო მანქანებითა და ჯავშანტრანსპორტიორით გადაადგილების უნარები განავითარეს. საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლის სატანკო და მექანიზირებულ უმცროს ოფიცერთა კურსები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და დღეს დასრულდა.
(NS)
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)