|
2017-04-28 14:44:12, 2494 ნახვა
მსოფლიო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ პედრო აგრამუნტის იმპიჩმენტზე მუშაობა დაიწყო
ევროპის საბჭომ საპარლამენტო ასამბლეის მოქმედ პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს უნდობლობა გამოუცხადა და მისი იმპიჩმენტის პროცედურებს შეუდგა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პედრო არგამუნტი უფლებამოსილი აღარ იქნება მიიღოს მონაწილეობა საჯარო შეხვედრებში, გააკეთოს ოფიციალური განცხადებები და ოფიციალური ვიზიტები განახორციელოს. "პრეზიდენტმა გადაწყვიტა დღეს ბიუროს სხდომას არ დასწრებოდა. ამასთან, მან არანაირი შესაბამისი წერილიც კი არ წარმოადგინა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე გადაწყვეტილება მიიღო, პედრო აგრამუნტისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. არსებული წესების თანახმად, პრეზიდენტის გადაყენება შეუძლებელია, ამიტომ ბიურომ საჭიროდ მიიჩნია, რომ მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება აგრამუნტისთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სტანდარტები და პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასამბლეის წევრები. შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტის, რუსი დეპუტატის თანდასწრებით სირიის პრეზიდენტთან შეხვედრის გამო, საპარლამენტო ასამბლეის წევრები დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე დეპუტატმა აგრამუნტის გადადგომაც მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)