|
2017-04-28 14:22:56, 2002 ნახვა
საზოგადოება სხვადასხვა
Freedom House: პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალია“
პრესის თავუსუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავუსუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის, ამის შესახებ საეთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, საქართველოს პრესის თავუსუფლების ინდექსი წინა წელთან შედარებით უცვლელია. აღნიშნულ ინდექსში საქართველომ 100-დან 50 ქულა მიიღო. გარდა ამისა, ანგარიშში ასევე საქართველოს საკანონმდებლო (13/40), პოლიტიკური (21/40) და ეკონომიკური (16/30) გარემო შეფასდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყნები, სადაც მედია გარემო სრულად თავისუფალია მხოლოდ 13 პროცენტს შეადგენენ. ესენია - ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, კანადა, ესპანეთი, იტალია, ფინეთი, ლატვია, ლიტვა და სხვები. ქვეყნები, სადაც მედია გარემო თავისუფალი არ არის 45% შეადგენენ, ესენია: აზერბაიჯანი, ყირიმი, კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, თურქმენეთი და უზბეკეთი, რუსეთი, თურქეთი, არაბეთი, ყაზახეთი, ცენტრალური აფრიკა, ლიბია, მოროკო, კონგო და სხვა. ქვეყნები, სადაც მედია გარემო ნაწილობრივ თავისუფალია - საქართველო, ინდონეზია, ინდოეთი, ავღანეთი, პოლონეთი, უკრაინა, რუმინეთი, უნგრეთი, სერბეთი, ნიკარაგუა, ბოლივია, ბრაზილია, პერუ, სომხეთი და სხვა. აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, ხოლო გლობალურ რეიტინგში 102-ე პოზიციაზეა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ნაწილობრივ თავისუფალი სტატუსი მხოლოდ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გააჩნია.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)