|
2017-04-28 11:21:26, 2060 ნახვა
სამართალი კომენტარი
მურუსიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მედიისთვის სანქციის დაწესებას არ ითხოვს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა მოსამართლეთა შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ინიციატივაზე განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, საუბარია არა კონკრეტული მოსამართლის დაცვაზე, არამედ მთლიანად სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე. მურუსიძის შეფასებით, მოსამართლის მისამართით ლანძღვა, სასამართლო სისტემის იმიჯს აზიანებს. მურუსიძის განმარტებით, სანქციებზე საუბარი არასწორია, მათ შორის, მედიის ჭრილში. „ძალიან გამიკვირდა ეს აჟიოტაჟი, რაც მოვისმინე. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიმართა საზოგადოებას, არასამთავრობოებს, სახალხო დამცველს და თქვა, რომ ასე არ შეიძლება, კონკრეტული მოსამართლე კი არ უნდა იყოს დაცვის სუბიექტი, არამედ თქვა, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება დახმარება. როდესაც კონკრეტული მოსამართლის ლანძღვა ხდება, ეს სასამართლო სისტემის იმიჯს ზიანს აყენებს, ამიტომ ჩვენი მოსაზრება იყო და ვითხოვეთ დახმარება, დავიცვათ სასამართლო სისტემის იმიჯი და ავტორიტეტი თავდასხმებისგან. რატომ ვსაუბრობთ მაინცდამაინც სანქციებზე? მე ვიძახი, რომ ის პოლიტიკა, რაც ხდება... მარტივად რომ აგიხსნათ, ვუყურებ საშინელებათა ფილმს, ხომ ვიძახით უნდა გადავრთოთ ეს, ვთქვათ არასრულწლოვანი ესწრება და არ შეიძლება ამ ფილმის ყურება. სასამართლო სისტემას, რომელიც ახლა ყალიბდება, ამდენი ლანძღვა და გინება აყენებს ზიანს. ჩვენ ვიძახით, მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება და მაქვს უფლება, ვუყურო ამ საშინელებათა ფილმს, კი ბატონო, გავაგრძელოთ და ვუყუროთ. უბრალოდ, აქ ნუ ვიძახით სანქციებს, ჩვენ უნდა დავჯდეთ და დისკუსია გავმართოთ და მოვილაპარაკოთ, რა არის კარგი მისთვის, დავეხმაროთ არა კონკრეტულ მოსამართლეს, ვთქვათ ლევან მურუსიძეს, კონკრეტული ღირსება დაიცვას, მე არ მჭირდება დახმარება და არავის ვთხოვ დამეხმაროს, მე ჩემ თავს დავიცავ, აქ საუბარია იმაზე, რომ მთლიანი სისტემა ზიანდება. აქ არ არის საუბარი სანქციებზე, აქ საუბარია მხოლოდ დავჯდეთ და ვისაუბროთ, რადგან სასამართლოს სჭირდება დახმარება და ვითხოვეთ ეს დახმარება", - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)