|
2017-04-27 19:07:26, 2041 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აჭარის დანაყოფების თანამშრომლები დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აჭარაში სამუშაო თათბირი ჩაატარა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა, თათბირის მონაწილეებთან ერთად, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, მათ ახალი დავალებები მისცა. შს მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი გიგა ქათამაძე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მიღწეული წარმატებისათვის მედლებით დააჯილდოვა. სხვადასხვა სახის ჯილდოები გადაეცათ ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)