|
2017-04-27 15:28:23, 2083 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი სტატუსის იღბლიანი კლიენტი კანის კინოფესტივალზე გაემზავრება
თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება, თიბისი სტატუსი და მასტერქარდი სტატუს მომხმარებლებს დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობენ. სტატუსის მომხმარებელი, რომელიც 2 მაისამდე მასტერქარდ სტატუს ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, მოიგებს კანის 70-ე კინოფესტივალზე დასასწრებ 2 კაციან საგზურს. ეს იქნება დაუვიწყარი მოგზაურობა, უნიკალური შანსი, გახდე წითელი ხალიჩის ცერემონიის მონაწილე, შეხვდე მსოფლიო ვარსკვლავებს და დაესწრო მთავარ კინოჩვენებას ფესტივალის ფარგლებში. გამარჯვებული 5 მაისს გამოვლინდება. საგზური მოიცავს მგზავრობას 2 ადამიანზე, უმაღლესი კლასის სასტუმროში განთავსებას, კანის კინოფესტივალის ძირითად ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს და სამოსის, ვარცხნილობისა და მაკიაჟის შერჩევას პროფესიონალების მიერ. კანის კინოფესტივალი წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს - წლევანდელი ფესტივალი კიდევ უფრო გრანდიოზული, მნიშვნელოვანი და მასშტაბური იქნება. კანის კინოფესტივალი - ეს არის მსოფლიო კინემატოგრაფიის ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა, რომელსაც ყოველ წელს 30 000-ზე მეტი სტუმარი, კინომწარმოებლები, პროდუსერები, რეჟისორები, ვარსკვლავები ესწრებიან. ამ ცერემონიას აშუქებს დაახლოებით 4 000 ჟურნალისტი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. მათ რიგებში იქნება იღბლიანი სტატუს კლიენტი, რომელსაც სწორედ ის გამოცდილება ელოდება, რაც კანის კინოფესტივალის საპატიო სტუმრებს. დასვენება უმაღლესი კლასის სასტუმროში, კინოფესტივალის საუკეთესო მომენტების საკუთარი თვალით ნახვა და რაც მთავარია, უნიკალური შანსი შეხვდე მსოფლიო კინოვარსკვლავებს. გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ყველა არსებულ და ახალ სტატუსის მომხმარებელს, რომელიც სარგებლობს, ან აქციის პერიოდში ისარგებლებს მასტერქარდ სტატუს ბარათით. * ტრანზაქციის მინიმალური მოცულობა არის 20 ლარი, ან მისი ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში; * ტრანზაქციაში იგულისხმება: საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პოს ტერმინალზე შესრულებული ოპერაცია ან e-commerce ოპერაცია; * გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ რეზიდენტი სტატუსის მომხმარებლები; საგზურის მოსაგებად მხოლოდ ტრანზაქციების განხორციელებაა საჭირო. გამარჯვებულის ვინაობას 5 მაისს გავიგებთ.
(R)
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)