03:16 - 23 May, 2026
|
2017-04-27 10:21:55, 2476 ნახვა
მსოფლიო
Reuters: ისრაელმა დამასკოში არსებულ საბრძოლო მასალების საწყობზე იერიში მიიტანა
ისრაელმა დამასკოს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საბრძოლო მასალების საწყობზე იერიში მიიტანა, - ამის შესახებ Reuters სადაზვერვო სამსახურში არსებულ სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საბრძოლო მასალის საწყობს ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მებრძოლები მართავდნენ და მათ იარაღით თეირანი ამარაგებდათ. მედიის ცნობით, საბრძოლო მასალების საწყობს თეირანი, სირია-ირანის საჰაერო კორიდორის მეშვეობით იარაღით მუდმივად ამარაგებდა. აღნიშნულ იარაღს ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები იყენებდნენ, რომლებიც, „ჰეზბოლას“ მეთაურობით, ასადის რეჟიმის მხარეს იბრძვიან. ჯერჯერობით უცნობია, ისრაელის მიერ ავია თუ სარაკეტო იერიში განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)