|
2017-04-26 15:48:52, 2451 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირეს
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირეს, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. იოზვაკის ინფორმაციით, გადაწყვეტილების ამოქმედებამდე დარჩენილია ევროკავშირის მინისტრების დონეზე საკითხის განხილვა, რომელიც 11 მაისს გაიმართება. დღევანდელ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოეხმაურა უკვე გამოეხმაურა. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, უკრაინისთვის ევროპის კარი ღიაა. "ევროკავშირის საბჭომ ელჩების დონეზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო უკრაინისათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე. უკრაინისთვის ევროპის კარი ღიაა", - დასძინა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა უკრაინისთვის ვიზილიბერალიზაციის მინიჭებას მხარი 6 აპრილს დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)