|
2017-04-26 11:02:07, 2078 ნახვა
მსოფლიო
პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდასთან“ კავშირში მყოფმა დაჯგუფებამ აიღო
პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდასთან“ კავშირში მყოფმა დაჯგუფება “იმამ შამილის ბატალიონმა” აიღო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმა აიმან ალ-ზავაქირის ბრძანებით დაიგეგმა, სწორედ მან დაავალა აქბარჟონ ჯალილოვს ტერაქტის განხორციელება. მედიის ცნობით, საქმე ტერაქტის მუხლითაა აღძრული. ცნობისთვის, 6 აპრილს პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი 8 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს პეტერბურგის მეტროში აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 მგზავრი კი დაშავდა. რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)