|
2015-01-13 16:19:43, 3016 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში Dunkin` Donuts-ის ორი რესტორანი გაიხსნა
თბილისელებს, ამერიკული რესტორნის Dunkin` Donuts-ის ქსელის გახსნა, რიჩარდ ნორლანდმა და „ Dunkin` Donuts“-ის ვიცე-პრეზიდენტმა კარლოს ვიდალიმ მიულოცეს და მის ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. “„ვისოლ ჯგუფს“ გააჩნია უკლებლივ ყველა ის ინგრედიენტი, რომელთა საფუძველზეც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას პარტნიორი კომპანიის შერჩევისას. “ვისოლ ჯგუფი” ფლობს საცალო ბიზნესის შექმნისა და მართვის სიღრმისეულ ცოდნას. ამ ბიზნესს ჯგუფს ასევე აქვს სათანადო გამოცდილება რესტორნების ოპერირების კუთხით. „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად ჩვენ ამბიციური განვითარების გეგმები გვაქვს საქართველოში, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნის მოსახლეობა მზადაა „დანკინ დონატსის“ სტუმრობის უნიკალური გამოცდილება მიიღოს და უგემრიელესი სენდვიჩების, დონატების, ფუნთუშეულის თუ სხვა კერძების და ყავის პროდუქტების ყოველდღიური მომხმარებელი გახდეს“,-განაცხადა „დანკინ დონატსის“ ვიცე-პრეზიდენტი ევროპაში კარლოს ვიდალიმ. „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 37 ქვეყანაში 11,000-ზე მეტი რესტორნითაა წარმოდგენილი, მათ შორის 150 ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვედეთში, ესპანეთში, ბულგარეთსა და რუსეთშია განთავსებული. „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს ულამაზესი და მრავალფეროვანი დონატები, სხვადასხვა უგემრიელესი სენდვიჩები, ფუნთუშეულის ფართო ასორტიმენტი, ცივი და ცხელი სასმელები, ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და Coolatta®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები.“დანკინ დონატსი“ მენიუში ადგილობრივი გემოვნების გათვალისიწინებით შექმნილ პროდუქტებსაც შემოიტანს.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)