03:16 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 17:30:22, 2294 ნახვა

მსოფლიო
BBC: დაღესტანში, ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ ხელყუმბარა ააფეთქა - არის მსხვერპლი

დაღესტანის სოფელ აგვალიში მდებარე სკოლაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება სკოლის კომპიუტერულ კლასში მოხდა.

დაღესტანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, ხოლო ერთი ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, აქედან 3 პირის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც Interfax-ი წერს, აფეთქება ხელყუმბარის არასწორი გამოყენების გამო მოხდა. ადგილობრივი შსს-ს ცნობით, აფეთქება იარაღის არასწორი გამოყენების გამო მოხდა, თუმცა ხელყუმბარის არსებობის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელყუმბარა ან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობაში, ფანჯარაში მე-6 კლასელმა შეაგდო. არასრულწლოვანი სავარაუდოდ დაკავებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics