|
2017-04-24 16:37:00, 2667 ნახვა
მსოფლიო
მოგერინი: იმედი მაქვს, ფრანგული და ევროპული დროშები ერთად დარჩებიან
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი იმედს გამოტქვამს, რომ საფრანგეთისა და ევროკავშირის დროშები ერთად დარჩებიან, - ამის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „იმედი მაქვს, ფრანგული და ევროპული დროშები ერთად იქნება“,- განაცხადა მოგერინიმ. როგორც მოგერინიმ აღნიშნა, ევროკავშირის წევრობა სუვერენიტეტის დაკარგვას არ ნიშნავს. ცნობისთვის, უმაღლესი კომისარი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართა. დიპლომატებმა ტერორიზმთან ბრძოლაზე, სირიის კონფლიქტსა და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)