|
2015-04-09 12:33:47, 409 ნახვა
პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, 9 აპრილს მსხვერპლი ტყუილად არ იყო გაღებული
აშშ–ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ნორლანდის განცხადებით, აშშ ყველა იმ ქართველს უერთდება, რომლებიც დღეს პატივს მიაგებენ იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავი გასწირეს. „9 აპრილი ძალიან ტრაგიკული დღეა. იმ პერიოდში მე მოსკოვში ამერიკის საელჩოში ვმუშაობდი. ვიყავი დიპლომატი და კარგად მახსოვს, ეს სამწუხარო დღე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათი მსხვერპლი ტყუილად არ იყო გაღებული, ისინი შეეწირნენ დამოუკიდებელი საქართველოს იდეას და დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც მტკიცე და წარმატებულია. დღევანდელი დღე ყველა ადამიანს აერთიანებს და კიდევ ერთი შეხსენებაა ჩვენთვის, იმ მნიშვნელობისა, რომელიც ენიჭება ერთიანობას, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის იდეის ქვეშ“, – აღნიშნა ნორლანდმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)