|
2017-04-23 10:21:40, 2471 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს. პარტია „აღსდექ, საფრანგეთოს“ ლიდერი ნიკოლა დიუპონ-ენიანი, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი, პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი, მმართველი „სოციალისტური პარტიის“ კანდიდატი ბენუა ამონი, უკიდურესად მემარცხენე პარტია „მუშათა ბრძოლის“ პარტიის კანდიდატი ნატალი არტო, „ახალი ანტიკაპიტალისტური პარტიის“ ლიდერი ფილიპ პუტუ, „სოლიდარობისა და პროგრესის“ პარტიის დამფუძნებელი ჟაკ შემინადი, ცენტრისტი დეპუტატი ჟან ლასალი, უკიდურესი მემარცხენეების წარმომადგენელი ჟან-ლუკ მელანშონი და „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ფრანსუა ფიიონი. საარჩევნო სიებში 45 მილიონზე მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე შეწყდება. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტებად მარინ ლე პენი, ემანუელ მაკრონი და ფრანსუა ფიიონი ითვლებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)