|
2017-04-22 13:02:40, 2063 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: ირანსა და საქართველოს მეგობრობის მრავალწლიანი ტრადიცია აკავშირებს
„ირანსა და საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალწლიანი ტრადიცია აკავშირებს. ამ მხრივ 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ირანის ისლამურის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ესჰაყ ჯაჰანგირთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო-ირანს შორის ურთიერთობის განვითარებისათვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სამართლებრივი ბაზის დახვეწა და ამ მიმართულების გააქტიურებისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა. „უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადავუხადო ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ესჰაყ ჯაჰანგირს გულთბილი მასპინძლობისთვის. მოგეხსენებათ, რომ, რამდენიმე დღის წინ, 18 აპრილს საქართველოში ვუმასპინძლეთ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს. აღნიშნული ვიზიტები ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურების ნათელი დადასტურება გახლავთ. მოხარული ვარ, რომ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებისათვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სამართლებრივი ბაზის დახვეწა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულების გააქტიურებისაკენ. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ კუთხით და ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებებს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ირანსა და საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალწლიანი ტრადიცია აკავშირებს. ამ მხრივ 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. ამ წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის სულ უფრო მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით. ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკა მუდმივად აფიქსირებდა თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რის გამოც, კიდევ ერთხელ ვსარგებლობთ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდით ირანის სახელმწიფოს და ირანელ ხალხს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)