|
2017-04-21 14:32:39, 2096 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უნგრეთის პრემიერი: კვირიკაშვილი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. როგორც ორბანმა აღნიშნა, სურს გაუზიაროს პირადი შთაბეჭდილება უნგრეთის დელეგაციას, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანაა. ამასთან, ვიქტორ ორბანის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილი წარმატებული პოლიტიკური ფიგურაა, უფრო მეტიც, მისი თქმით, კვირიკაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. „ჩვენ ძალიან ნაყოფიერი ორმხირივი მოლაპარაკებები ვაწარმოეთ საქართველოს მთავრობასთან და პრემიერთან. მსურს, გავუზიარო პირადი შთაბეჭდილება და დავარწმუნო უნგრეთს დელეგაცია, რომ თქვენ მართლაც სტაბილური ქვეყანა ხართ. პრემირ-მინისტრს ადრე ეკავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა, ის გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში. ის ცნობილი გახლავთ ეფექტური ეკონომიკური რეფორმების გატარებით. ფაქტია, რომ ის ძალიან წარმატებული პოლიტიკური ფიგურა გახლავთ. ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად დავრწმუნდი იმაში, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს, გაატაროს მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები. მე ვაღიარებ მთელ რიგ პროგრამებს, რომლებიც საგადასახადო სისტემის მოდერნიზებას ახდენს, ხელახალი ფორმირება მოხდა განათლების სისტემის და დაკმაყოფილდა ეკონომიკური საჭიროებები, განათლების შესაძლებლობების წყალობით, რომელიც უფრო მაღალ დონეზე გადავიდა და მთელი რიგი საკითხები, როგორ დაჩქარდა და მოგვარდა ბიუროკრატიის საკითხები, საქართველო გახლავთ ერთგვარი კარგი მაგალითი უნგრეთისთვის. რაც შეეხება ბიზნეს საზოგადოებას, მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო ფიქრობს მომავალ ურთიერთობებზე და მოვუწოდებ უნგრეთის ბიზნესის დელეგაციას, რომ გამოიყენოს თანამშრომლობის შესანიშნავი შესაძლებლობა“,-აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)