|
2017-04-21 14:14:50, 870 ნახვა
სამხედრო
DIB სკოლასა და RUSI-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტს (RUSI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და RUSI-ის დირექტორმა რაფაელო პანტუჩიმ მოაწერეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი გამოცდილების გაზიარებას, ბრიტანელი ექსპერტების ლექციებისა და ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს DIB-ის, თავდაცვის უწყებისა და ბრიტანული ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ. დოკუმენტზე ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრაგაიმართა, სადაც ყურადღება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობასა და მნიშვნელობაზე გამახვილდა. საუბარი თანამშრომლობის მიმართულებებსაც შეეხო. ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს. დღესვე, ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა RUSI-ის უფროსი მკვლევარის, დოქტორ იგორ სუტიაგინის ლექციას უმასპინძლებს.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)