03:09 - 23 May, 2026
|
2017-04-21 12:38:15, 2507 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პოლიციამ პარიზში განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ოჯახის 3 წევრი დააკავა
ფრანგმა სამართალდამცველებმა, გუშინ პარიზის ცენტრში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ეჭვმიტანილის 3 ახლობელი დააკავეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან. დაკავებულები მაშინ აიყვანეს, როდესაც თავდამსხმელის ბინაში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებდნენ. შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. ცნობისთვის, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მეორემ კი ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. საფრანგეთის პოლიციამ თავდამსხმელის სავარაუდო თანამზრახველზე ძებნა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)