|
2017-04-21 10:41:57, 2228 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველო-უნგრეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგერეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა გახსნეს. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ეწერება ხელი და აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიციების ურთიერთგაცვლის ნაწილი. ამასთან, მინისტრის განმარტებით, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას განათლების ნაწილშიც. „მნიშნელოვანია ის, რომ ძალზე მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის შესაძებლობებია, კონკრეტული კომპანიები, კონკრეტული დარგების მიმართულებით არიან ჩამოსულები. ეს იქნება ძალზე პრაგმატული შეხვედრა ბიზნესებს შორის. დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრების შემდგომ, კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე",-განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ უნგრულ კომპანიებს საქართველოში აინტერესებთ გადამამუშავებელი წარმოების მშენებლობა, წყლის რესურსების მართვა და ფარმაცევტიკა. "ეს ძირითადი მიმართულებებია, რაზეც საუბარი უკვე მოვასწარით. ვფიქრობ, პოტენციალი ბევრად უფრო მეტია",-აღნიშნა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)