|
2017-04-20 21:33:57, 2312 ნახვა
პოლიტიკა რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურაძე ელჩების მეუღლეებს ბათუმში უმასპინძლებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე 21-22 აპრილს საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებს ბათუმში უმასპინძლებს. ბრაზილიის, საბერძნეთის, იაპონიის, ყაზახეთის, კორეის, თურქეთის აშშ-ის ელჩების და ნატოს ოფისის ხელმძღვანელის მეუღლეები 21 აპრილს 17:00 საათზე, ანბანის კოშკში გამართულ შეხვედრას დაესწრებიან. შეხვედრა თემაზე „ქალთა უფლებები საქართველოში" წარიმართება. დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მეეუღლეებს სოფიო ბაკურიძე რეგიონისა და ქალაქის ისტორიას, ტურისტულ პოტენციალს და საინვესტიციო გარემოს გააცნობს. ელჩების მეუღლეებთან ერთად შეხვედრას დაესწრებიან თურქეთის, სომხეთის და ირანის კონსულების მეუღლეები. შეხვედრის „ქალთა უფლებები საქართველოში" მიზანია დიპლომატიური მისიით მყოფი ელჩების მეუღლეებმა და რეგიონში მოღვაწე ქალბატონებმა გაიცნონ ერთმანეთი, დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია, შეძლონ საერთო იდეების ფორმირება და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე ქალბატონები, რომლებიც აჭარის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე სოფიო ბაკურიძე ხელმძღვანელობს ასოციაცია „ერთმანეთისთვის" და საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა როლის აქცენტირებისა და ჩართულობის გაზრდის მხარდასაჭერად აქტიურად მუშაობს. ასოციაციის მთავარ სამიზნე ჯგუფს ამ ეტაპზე შშმ პირთა უფლებები და კვლევა წარმოადგენს. საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეები აჭარის ღირსშესანიშნაოებებს დაათვალიერებენ და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მიმდინარე ფესტივალს „ევროპული გაზაფხულის ხმა" დაესწრებიან, რომლის ფარგლებშიც ქართული ფოლკლორისა და ეთნო-პოპის კონცერტები გაიმართება. (NS)
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)