|
2017-04-20 14:50:12, 2309 ნახვა
მსოფლიო
რეჯეპ ტაიფ ერდოღანი: ობამამ მოგვატყუა, არა მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იგივეს გააკეთებს
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია თურქეთს ტერორისტებთან ბრძოლის საკითხებში ატყუებდა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. "პრეზიდენტ ობამასთან ორმხრივი შეთანხმება გვქონდა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საკითხზე, მაგრამ ობამამ მოგვატყუა. არა მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იგივეს გააკეთებს“, - აღნიშნა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა ბარაკ ომაბა გააკრიტიკა, იმის გამო რომ მან ორ ქვეყანას შორის მირწეული შეთანხმება ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის საკითხში არ შეასრულა. ერდოღანის ინფორმაციით, მაისში, ნატო-ს წევრი ქვეყნების შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს. ერდოღანი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარსაც შეეხო და დადებიტად შეაფასა. „ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ იყო სირიაში და ერაყში მოვლენების განვითარება. მაისში ჩვენ ვგეგმავთ პირისპირ შეხვედრას“, - აღნიშნა რეჯეპ ტაიფ ერდორანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)